შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ადამიანების გონებაში სააკაშვილი არის უკვე წარსულის სამწუხარო აჩრდილი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 თებერვალი 2019

სააკაშვილი არის წარსულის სამწუხარო აჩრდილი -ეს განცხადება, მმართველი გუნდის დეპუტატმა ლევან კობერიძემ გააკეთა. 

კობერიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსში ისაუბრა. დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მედია ამდენ დროს არ უნდა უთმობდეს. 

„ჩემი აზრით, ადამიანების გონებაში სააკაშვილი არის უკვე წარსულის სამწუხარო აჩრდილი. რაც უფრო ნაკლებად ვისაუბრებთ მასზე, მით უფრო კარგ საქმეს გავაკეთებთ. ეს ადამიანი არის მაოხრებელი გზირი. პოლიტიკურ ველს ისევ და ისევ მიხეილ სააკაშვილი აბინძურებს. თუ ის გაიწევა პოლიტიკური ველიდან, მით უფრო მეტ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას მიეცემა, საშუალება თავი გამოავლინოს", - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია