შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წითელას ეპიდემიის გამო სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის დაწყება გადაიდო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 თებერვალი 2019
„სწავლა გადაიდო იმის გამო, რომ ჩვენ გავატაროთ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გამოცდების მიმდინარეობისას არ იყო ამის საჭიროება, თუმცა ბოლო დროს ახალციხეშიც დაფიქსირდა წითელას შემთხვევები და ამიტომ სწავლის გადადება აუცილებლად მივიჩნიეთ“, – გვითხრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ. დოკუმენტი, სწავლის გადადებასთან დაკავშირებით აკადემიურმა საბჭომ უკვე დაამტკიცა. უნივერსიტეტში სტუდენტებმა წითელაზე აცრის შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სწავლის გადადებით, ახალგაზრდებს დამატებითი დრო მისცეს იმისთვის, რომ აცრა ჩაიტარონ, ან ჯანმრთელობის შესახებ ცნობა მოიძიონ. სწავლის ერთი კვირით გადადების გამო საგაზაფხულო სემესტრი უნივერსიტეტში შვიდ ივნისს დამთავრდება.ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცივს ცენტრის დირექტორი ფატი ხაბულიანი აცხადებს, რომ ახალციხეში წითლას შემთხვევები ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია