შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის კულტურის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლომ გაამართლა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2019
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლექსო ვალიაურის სარჩელი, რომლითაც გორის მერიას, მის სასარგებლოდ, 12 000 ლარის გადახდა, კომპენსაციის სახით, დაეკისრა. ამის შესახებ qartli.ge-ს განუცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთი ბებიაშვილმა. მისი თქმით, სასარჩელო მოთხოვნა ითვალისწინებდა როგორც განაცდურის ანაზღაურებას, ასევე, თანამდებობაზე აღდგენას. თანამდებობის აღდგენის ნაწილში სასამართლომ მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ლექსო ვალიაური 2015 წელს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს. საფუძვლად აუდიტის დასკვნა დაასახელეს, რომლის მიხედვით, ვალიაურმა ბიუჯეტს ზიანი მიაყენა. ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ლექსო ვალიაურს არ მიუძღვის ბრალი იმ ქმედებებში, რომლის გამოც, გორის მერმა (ყოფილმა) 2015 წელს იგი კულტურის ცენტრიდან გაათავისუფლა. რა მოხდა 2015 წელს
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია