შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ მსხალგორში დასასვენებლი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში დასასვენებლი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა. მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. 
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრება ბაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 3 სოფელში ჩატარდა. ადგილობრივებთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტები, რომლებიც განხორციელებაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. 
სოფელ ზემო მსხალგორისა და ქვემო მსხალგორის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კეთილმოეწყობა დასასვენებელი სკვერი და სპორტული მოედანი, ხოლო სოფელ ბაისუბანში ახალგაზრდებისათვის სპორტული ინვენტარის შეძენა დაიგეგმა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის 920 000 ლარია გამოყოფილი“, – აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია