კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი სიღნაღის საოლქო კომისიაში

პოლიტიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ოქტომბერი 2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ელიზბარაშვილმა სიღნაღის #13 საოლქო საარჩვნო კომისიას საჩივრით მიმართა.
საჩივარში აღნიშნულია, რომ 20 სექტემბერს #27 ( ზემო ბოდბე) საუბნო კომისიის მდივანმა, მიმდინარე სხდომაზე, არ ჩაიბარა თამარ ნასყიდაშვილის განსხვავებული აზრი, რომელიც თან უნდა დართვოდა სხდომის ოქმს.

განმცხადებელი მიუთითებს, რომ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ასევე #28 (ბოდბე) უბანზეც. გიორგი ელიზბარაშვილი აღნიშნული კომისიების მდივნების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მიღებას ითხოვს.

-"მუშაობის დაწყებისთანავე, კომისიის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" წარადგინა ე.წ. განსხვავებული აზრი. ჯერ არ არჩეულ თავმჯდომარესა და მოადგილეს მისი ჩაბარება მოსთხოვა. ამაზე მან უარი მიიღო, რადგანაც ჯერ არ იყვნენ არჩეულები. განსხვავებულ აზრში უწერია, რომ კომისიის თავმჯდომარე და მისი მოადგილე არ არიან კომპეტენტურები."- აღნიშნა #!3 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მანანა მჭედლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საჩივარს  ხვალ განიხილავენ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია