სამცხე-ჯავახეთი
დაბა წაღვერში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 დეკემბერი 2022
ეროვნული სატყეო სააგენტოს,
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის
უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე, დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყიდან უკანონოდ მოპოვებული
წიწვოვანი სახეობის 9 მ3 -მდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის
ტრანსპორტირებას, „ზილ 131” მარკის სატვირთო ავტომობილით
ახორციელებდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა
ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და დაბა წაღვერის „საქმიან ეზოში”
გადაიყვანეს. ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტი შეიცავს სისხლის
სამართლის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის,
გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.
უკანონოდ ჩამორთმეული სამასალე მერქნის დასაწყობება მოხდა წაღვერის
„საქმიან ეზოში”, საიდანაც შემდგომ განხორციელდება მისი
რეალიზაცია.