სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2019
სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ პარკში 14:00 საათზე დაიწყება. ყვავილებით, გულის ფორმებითა და ქოლგებით მორთულ პარკში კარავი გაიშლება, სადაც ღონისძიებების პარალელურად სტუმრებისთვის ყავასა და ჩაის უფასოდ დაარიგებენ. „მართალია ეს არც ქართველების და არც სომხების ტრადიციული დღესასწაული არაა, თუმცა ახალგაზრდებს განსაკურებით უხარიათ ეს დღე. გასულ წელს პირველად გავმართეთ მსგავსი ღონისძიება და წელსაც ვაგრძელებთ“, – გვითხრეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურში. მერიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების გასამართად ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება: "სხვადასხვა ნომერს ადგილობრივი ანსამბლები შეასრულებენ, ჩაისა და ყავას ახალგაზრდების ჯგუფი საკუთარი ინიციატივით არიგებს. ჩვენ ამ ყველაფერს ორგანიზებას ვუწევთ". [მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია