შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2019
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ბენარაში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით), საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტიც მომზადდება და სამშენებლო სამუშაოებიც განხორციელდება. სკოლაში 12 საკლასო ოთახი, სამი კაბინეტი და ერთი ლაბორატორია იქნება. ასევე, მოეწყობა დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია, არქივი, სამასწავლებლო, სასწავლო ნაწილის ოთახი, ბიბლიოთეკა წიგნ-საცავი, ექიმის კაბინეტი, მანდატურის/დაცვის ოთახი და სანიტარული კვანძის ბლოკები როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, სკოლაში უნდა იქნება ბუფეტი, დამლაგებლის ოთახი, სველი წერტილი.ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაობი ერთი წლის ვადაში უნდა განახორციელოს. ადიგენში სულ 25 სკოლაა. მიმდინარე წელს სკოლის მშენებლობა სოფელ ღორთუბანშიც იგეგმება. სამცხე–ჯავახეთში სკოლები აშენდება ნინოწმინდაში, სოფელ ორლოვკაში და ასპინძაში სოფელ ორგორაში. [ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია