შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2019
შემთხვევა, დღეს, 14 თებერვალს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან სწარაფად მოძრავ „მერსედესს“ "ბე–ემ–ვე" შეეჯახა, რის გამოც „მერსედესის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ის ჯერ ნაგვის ურნას, შემდეგ კი დენის ბოძს შეეჯახა. „მერსედესში“ მხოლოდ მძღოლი იჯდა, „ბე–ემ–ვე–ში“ კი ორი კაცი. ბე–ემ–ვე“ უხვევდა და ქალაქის მხრიდან წამოსულ „მერსედესს“ შეეჯახა. სასწრაფო მოვიდა, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანა არავის დასჭირვებია“, – ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი.შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. „ენერგო–პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად ის სადენი დაზიანდა, რომელიც დენს ურავლის ხეობას აწვდიდა: „ფიდერია გამორთული, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, შემდეგ დაიწყება აღდგენა, ზუსტად ვერ გეტვით, როდის მივაწოდებთ მოსახლეობას ელექტროენერგიას“, – აცხადებენ კომპანიაში.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია