სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთში 2022 წელს 760 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინდა
სამართალი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
13 იანვარი 2023
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა,
ქვეყნის მასშტაბით გატარებული
პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის 1 იანვრიდან 31
დეკემბრის ჩათვლით, 12 295 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა
გამოავლინეს. მათგან 509 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო
ორგანოებს გადაეგზავნა.
ყველაზე მეტი - 3 881 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება; 1 802
ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 1 298 - ხე-ტყის უკანონო
ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 781 კი, სახერხი საამქროების მიერ
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია.
2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის
დარღვევის 2 718, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 1 843,
თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 1 103, წიაღის
კანონმდებლობის დარღვევის 754, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 397,
წყლის კანონმდებლობის დარღვევის 366 და ნებართვის პირობების
დარღვევის/უნებართვო საქმიანობის 327 ფაქტი. ამავე პერიოდში, სხვა
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 906 ფაქტია გამოვლენილი.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 760 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა
გამოავლინეს კახეთში. 2 730 ფაქტია გამოვლენილი დასავლეთის რეგიონული
სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის სამმართველოს
სამოქმედო ტერიტორიაზე - 1 674, აჭარისა და გურიის რეგიონული
სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 1 532, სამეგრელო-ზემო სვანეთში
- 1 166, ქვემო ქართლში - 769, სამცხე-ჯავახეთში - 760 ფაქტი. შავი
ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 62
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2022 წლის 1 იანვრიდან 31
დეკემბრის ჩათვლით, თბილისში 842 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა
გამოვლენილი. მათგან 19 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.