კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობა ფერმერებს სწავლას დაუსუბსიდირებს – ახალი პროგრამა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 იანვარი 2023

მთავრობამ სუბსიდირების ახალი პროგრამა მოამზადა, რომელიც ფერმერების სასწავლო კურსების თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორში შესაბამისი ცოდნის დაგროვებაა. სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის ილია თამარაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე სუბსიდირების პროგრამისთვის 500 000 ლარია გათვალისწინებული, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე ის შესაძლებელია გაიზარდოს.

“ასოციაციების გზით ჩვენ შევალთ სუბსიდირებაში. ჩვენ ვეტყვით ასოციაციებს, რომ ჩამოიყვანეთ ექსპერტი, მაგრამ ეს არ იქნება ერთჯერადი და ფრაგმენტული. დაახლოებით 150 დღიანი პროგრამა მაინც უნდა წარმოადგინოს ასოციაციამ. ასოციაცია არის გზა, სადაც უნდა მოიყაროს ცოდნამ თავი და წევრ მეწარმეებზე გავრცელდეს“,-ამბობს ილია თამარაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია