შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა გახდა 50 წლის ლანჩხუთელი პატიმრის გარდაცვალების მიზეზი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 თებერვალი 2019

რა გახდა 50 წლის ლანჩხუთელის გარდაცვალების მიზეზი _ „გურია თუდეის“ მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პასუხობს:

„1969 წელს დაბადებული შ.ფ. 2019 წლის 3 იანვარს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განათავსეს. 2019 წლის 4 იანვარს პატიმრის ჯანმრთელობა შეამოწმა ოჯახის ექიმმა. სამედიცინო ბარათის მიხედვით, შ.ფ.-ს ჩივილები არ აღენიშნებოდა - სამედიცინო მონაცემები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა. ბრალდებულს იმავე დღეს ჩაუტარდა სკრინინგი ANTI HCV, HBsAg (-) უარყოფითი; გაიარა ტესტირება ტუბერკულოზზე, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. 2019 წლის 28 იანვარს საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში ბრალდებულს წითელა-წითურა-ყბაყურაზე აცრა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას რაიმე სახის ჩივილებით ექიმისთვის არ მიუმართავს, არც თანასაკნელებს შეუნიშნავთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა. მიმდინარე წლის 13 თებერვალს, როდესაც ბრალდებულს ეძინა, დაახლოებით 13:30 საათზე თანასაკნელებმა გამოიძახეს დაწესებულების თანამშრომლები და ექიმები, რადგან ბრალდებულს ვერ აღვიძებდნენ. ექიმის საკანში შესვლისას ბრალდებული არ იყო კონტაქტური, აღენიშნებოდა ერთეული სუნთქვა, არ ესინჯებოდა პულსი. 13:39 საათზე ბრალდებული მოთავსდა დაწესებულების სამედიცინო პუნქტში, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება: გაუკეთდა გულის არაპირდაპირი მასაჟი, ხელოვნური სუნთქვა ამბუს აპარატით, ინტრავენურად ადრენალინი და ნატრიუმის ქლორიდი; დაახლოებით 13:55 საათზე მათ შეურთდა სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ერთობლივად გაგრძელდა რეანიმაციული მოქმედებები; აღნიშნულის მიუხედავად, შ.ფ.-ს გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ექსპერტ-კრიმინალისტის მონაწილეობით უკვე ჩატარდა მოკვლევა, მოწმის სახით გამოიკითხნენ დაწესებულების თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, გარდაცვლილის თანასაკნელები გ. ბ, დ.ხ, ზ.მ. და გ.ს. გამოძიებამ გამოითხოვა ბრალდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, დერეფანში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდემასალა, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა“ _ აღნიშნულია „გურია თუდეისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია