გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წიგნიერების ათი მცნება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 თებერვალი 2019

წიგნის კითხვა უდიდესი სიამოვნებაა. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ არსებობს წიგნიერების ათი მცნება, სადაც ზუსტად არის წარმოჩენილი წიგნის კითხვის უმთავრესი დადებითი მხარეები.

“არტინფო” გთავაზობთ წიგნიერების ათ მცნებას და ოქროს წესებს:

“1. როცა კითხულობ ავტორებს, რომლებიც კარგად წერენ, ეჩვევი კარგ მეტყველებას.

2. კულტურა არა წაკითხული, არამედ გაგებული წიგნების რაოდენობაა.

3. ადამიანები, რომლებიც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის მართავენ მათ, ვინც მხოლოდ ტელევიზორს უყურებს.

4. რაც უფრო მეტს კითხულობ, მით ნაკლებად ბაძავ.

5. წიგნი ყოველთვის სჯობია ფილმს, რადგან წარმოსახვა არაა შემოსაზღვრული სპეცეფექტების ჩარჩოებით.

6. ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ვინც კითხულობს და ვინც უსმენს მათ, ვინც კითხულობს.

7. როგორც მარცვლებისგან შედგება მზესუმზირა, ისე წაკითხულის მარცვლებიდან იქმნება ცოდნა.

8. კითხვა გონებისათვის იგივეა, რაც სხეულისათვის ფიზიკური ვარჯიში.

9. იმისათვის, რომ გახდე ჭკვიანი, საკმარისია 10 წიგნის წაკითხვა, მაგრამ რომ იპოვო ეს ათი წიგნი უნდა გადაიკითხო ათასი.

10. მიენდე წიგნებს, ისინი ყველაზე ახლოს არიან შენთან. დუმან, როცა საჭიროა და ლაპარაკობენ, როცა თვალწინ სამყაროს გიშლიან.”

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია