შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მარტო თავი და ფეხები რაში მჭირდება, ძვლების 70%-ია საჭირო"-ვეტერინარის პასუხი დაზარალებულს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 თებერვალი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ერთ-ერთ ადგილობრივს მგელმა ძროხა შეუჭამა.

დაზარალებული ყვება, რომ მას ძროხა, რომელიც მგელმა შეუჭამა, დაზღვეული ჰყავდა და ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია ალდაგს ყოველთვიურად 6 ლარს უხდიდა.

მან სადაზღვევოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა, სადაზღვევო კომპანიის ექსპერტმა კი შეჭმული პირუტყვის 70 პროცენტის წარდგენა მოსთხოვა.

მეპატრონემ, ორდღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში დაგლეჯილ საქონლის მხოლოდ 20 პროცენტს მიაკვლია, ამიტომ მისთვის უცნობია, აუნაზღაურებს თუ არა სადაზღვეო კომპანია ზარალს.

„მე აქტს ვერ შევადგენ ისე, თუ მთელი რაოდენობა არ იყოს, ჩონჩხის 80 პროცენტიო, სად უნდა მეძებნა მე ძვლების 80 პროცენტი, სად მომენახა და დამერიგებინა მე ტურა-მგელი, რომ არ შეჭამონ ძვალი მეთქი, ეს გინახავთ?“ - ამბობს დაზარალებული.

რაც შეეხება ვეტერინარს, ის ამბობს, რომ თუ ადგილზე ვერ იპოვიან მასას, ანუ ძვლების 70%-ს მაინც ისე გამორიცხულია დასკვნა დაიწეროს, რომ საქონელი ნამდვილად მტაცებელმა შეჭამა თუ არა: 

"აქტი დგება, მიდის ადგილზე ვეტექიმი, კერძო ვეტერინარი ადგენს ამას დაკვეთის საფუძველზე, არის ძროხა ტრამვირებული, თუ მტაცებლისგან დაგლჯილი. მასა უნდა იყოს იქ და არა მარტო თავი და ფეხები. უნდა იყოს მინიმუმ 70%-ი უნდა იყოს ჩონჩხის იქ, ამას მიიტანს სადაზღვევოში და აუნაზღაურებენ ზარალს. ძროხის ყურის ნომერი იქნება დაფიქსირებული და მიიღებს დაზღვევას 400 ლარს. 

ბოლქვაძის შემთხვევაში მე საქონელი არ მინახავს, ტელეფონით ვესაუბრე, ვუთხარი, უნდა მოიტანოთ რაღაც ნაწილი ძვლების, ისე ვერაფრით ვერ ვიზამთ დასკვნის დადებას. ძვლის უმრავლესობა უნდა იყოს ადგილზე. მგელი ძვალს არ ჭამს ბატონო. მასა უნდა მოიტანოს ვეტექიმთან. მე რავიცი, რა მექანიზმი მაქვს ის შევამოწმო, ნამდვილად მგლის დაგლეჯილია, თუ დაკლული და გაყიდული? საიდან დავასკვნა ეს"? -ამბობს ზვიად მგელაძე, ლიცენზირებული ვეტერინარი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია