შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ასპინძაში სალონების კონტროლი იწყება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 თებერვალი 2019
ასპინძის საკრებულომ ოქმი დღეს, 15 თებერვალს, გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.„აქამდე ჩვენ გვქონდა კითხვარი და მისი მეშვეობით ვამოწმებდით სალონებს. დღეს დამტკიცებული ოქმის მიხედვით თუ სალონებში წერიგი არ დაგვხვდება დავაჯარიმებთ“, – ამბობს ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი.მისი თქმით, ასპინძის სალონებში მხოლოდ თმის მოვლაა შესაძლებელი: „ჩვენთან პედიკურს და მანიკურს არ აკეთებენ. სტილისტები კი გადამზადებულები არიან და იციან ჰიგიენური პირობები როგორ უნდა დაიცვან“. ასპინძაში სულ ხუთი სილამაზის სალონია და 10–მდე თანამშრომელი მუშაობს. შეგახსენებთ, რომ სილამაზის სალონებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2016 წლის იანვარში ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც სალონებში ინვენტარი უნდა განახლებულიყო და ჰიგიენური წესებიც დაეცვათ. ამავე წლის ოქტომბრიდან ახალი რეგულაციების გათვალისწინება ყველა სალონისთვის სავალდებულო გახდა. რეგულაციების მიხედვით სალონებს მუშაობის წესის, ინსტრუმენტების, ავეჯის, ნარჩენების გატანის, სტერილიზაციის და სხვა პროცედურების შეცვლა მოუხდათ. თუმცა, მანამდე ისინი „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებად“ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. [ლუბა გიორგაძე, ასპინძა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია