შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ევერესტის მონაწილეები დააჯილდოეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 თებერვალი 2019
მონაწილეების დაჯილდოების ღონისძიება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართა. მათემატიკის სამტურიან ოლიმპიადის ჯილდო 80–მა მოსწავლემ მოიპოვა. მათგან 15 კონკურსის „ოქროს ტურის“ მონაწილე იყო. როგორც ოლიმპიადის ორგანიზატორები ამბობენ, 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 16 000 მოსწავლე დარეგისტრირდა. გამარჯვებულები სამი ტურის შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. თითოეულ კლასში, საუკეთესო შედეგის მქონე ათ მონაწილეს გადაეცემა დიპლომები/სიგელები, ფასიანი საჩუქრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და ასევე პარტნიორი კომპანიებისგან დაწესებული საჩუქრები.ოლიმპიადა "ევერესტის" ორგანიზებით ასევე ჩატარდა კონკურსი "ოქროს ტური", რომელიც განსხვავებულია წესებით, ფორმატითა და ამოცანებით. აქ თითოეულ კლასში პირველი ადგილის მფლობელი თავისივე არჩეულ პრიზს იღებს. ოლიმპიადა "ევერესტი" პედაგოგმა და მათემატიკოსმა, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018"-ის ფინალისტმა დაჩი ნანობაშვილმა 2006 წელს დაარსა. ამჟამად "ევერესტი" ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში, ის თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, თელავში, ხაშურში, ლანჩხუთში, ბორჯომში, გურჯაანში, ოზურგეთში, ახალციხესა და საჩხერეში ტარდება. საშუალოდ მასში ყოველწლიურად საჯარო და კერძო სკოლების 30 000 მოსწავლე მონაწილეობს. [sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია