შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ უდაბნოში ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, იორმუღანლოში კი ხეები მოგლიჯა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 თებერვალი 2019
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სოფელ უდაბნოში ათამდე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა.
ასევე ძლიერმა ქარმა სოფელ იორმუღანლოს ქარსაცავ ზოლში ალვის ხეები წააქცია, რამაც ელექტროგადამცები ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია. 

-"შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. სტიქიის დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა გათვალისწინებულია ადგილობრივ ბიუჯეტში და ამ ადამიანებს აუცილებლად დავეხმარებით,"- განუცხადა speqtri.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია