კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მუშაობაში რესურსცენტრიც ჩაერთვება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ოქტომბერი 2018
თბილისში საკრებულოს წევრი ქალების ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

როგორც მან აღნიშნა, კონფერენცია ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის ეგიდით გიმართა.
„პირველი ეტაპი დაეთმო სკოლამდელი აღზრდის საკითხებს, იმ რეალურ სურათს, რაც ამ სისტემაშია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბავშვის განათლება უნდა იყოს მოქცეული ერთიან საგანამანათლებლო სისტემაში. განიხილება საკითხი, რომ რესურსცენტრი უნდა ჩაერთოს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მუშაობაში, მხოლოდ საგანმანათლებლო მიმართულებით. გადამზადდება რესურსცენტრის წარმომადგენელი, რომელიც დამატებით შეითავსებს სკოლამდელ დაწესებულებებში მონიტორინგის ფუნქციას. ამისთვის აუცილებლია ბაღებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა, ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობა უნდა იყოს განსაზღვრული, რომ მათი განვითარებისთვის ყველა პირობა შეიქმნას. ეს არის პროექტის მონახაზი, პროცესი კი 2019 წელს დაიწყება.“

მისივე თქმით, ამისთვის სპეციალურად საბავშვო ბაღის პედაგოგებიც გადამზადდებიან.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია