იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“ბაბაჯანას ქოშები”- ქუთაისის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 თებერვალი 2023

ქუთაისის თოჯინების თეატრში პრემიერაა.  18.00 საათზე   მოწვეული სტუმრებისა და მედიისთვის “ბაბაჯანას ქოშები”, რომელიც  იოსებ გრიშაშვილის ლექსის მიხევდით  დაიდგა.

წარმოდგენის რეჟისორია თამაზ იმნაძე,  მხატვარი: ვახტანგ ქორიძე თოჯინების ოსტატი: ვახტანგ ქორიძე. მუსიკალური გაფორმება: თამაზ იმნაძე,  ქორეოგრაფი: ლევან როხვაძე, ტექნიკური რეჟისორი: მარინა გაგოშიძე.  სპექტაკლის ქრონომეტრაჟი - 55 წთ.

მონაწილე მსახიობები: ნანა ოქროიან, თინათინ ნემსაძე, თეა გეგეჭკორი, ნუნუ ქუთათელაძე, მზია მოსიძე, ზაზა იოსებაშვილი, ავთანდილ ჩიქვილაძე, მანუჩარ ბეგალიშვილი.

"იოსებ გრიშაშვილის მიერ აღწერილი ძველი თბილისის ერთ-ერთი სურათია ჩვენი სპექტაკლის მთავარი ქარგა: კრივი, ამქარი, ცეკვა, მეთულუხჩეები, მექისეები … ამასთანავე აქ იგრძნობთ სევდიან ემოციას, სიძველის განცდით და სიახლის მიღებით. თუმცა დროს ვერ შევაკავებთ. ალბათ,  ესეცაა ამ სპექტაკლის იდეა, რომ გავიხსენოთ ძველი და გზა მივცეთ ახალს! ბაბაჯანები მხოლოდ სცენაზე შემოგვრჩა… ჩვენი სცენაც აცოცხლებს ქალაქურ ჩანახატებს და ისტორიულ ემოციას", - აცხადებენ თოჯინების თეატრში.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელწიფო თეატრი 76 წლისაა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია