გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ და რატომ გადააფიქრებინა გიორგი მარგველაშვილს დეკანოზ მამალაძის შეწყალება?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 თებერვალი 2019

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა  „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ დღეს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირადად დაუდასტურა, რომ დეკანოზ მამალაძის შეწყალებას აპირებდა. 

მეუფე დანიელის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის რეკომენდაციამ გადააფიქრებინა.

"კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა დიდი მწუხარება, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით ხდება. ეს მთელი საზოგადოებისთვის მტკივნეულია. ჩვენ გვწამს, რომ ყველა უხერხულობა, რაც ამ საქმეს ახლავს თავს, გამომჟღავნდება.  დღეს ჩემი განცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა და გარკვეულმა პირებმა შეფასება გააკეთეს. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეკლესია არასოდეს არ იყო და არც ახლა არის წინააღმდეგი, რომ მოხდეს შეწყალება. მე მქონდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი იყო მზად შეეწყალებინა  დეკანოზი მამალაძე.

როდესაც ჟურნალისტებმა მკითხეს, ამ გადაწყვეტილების მიღებაში პრეზიდენტს რამ შეუშალა ხელი,  გამოვთქვი ვარაუდი, რომ ხელისუფლებამ. ჩემი აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება წინააღმდეგი იყო შეწყალების. სასამართლო გრძელდება და შეიძლება იყო გარემოება, რომელმაც  პრეზიდენტს ხელი შეუშალა  ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

დღევანდელი ჩემი განცხადების შემდეგ ისეთი კომენტარები გაკეთდა, რომ თავად მარგველაშვილს დავურეკე, ჩემი ინფორმაციის გადასამოწმებლად. რომელმაც ჩემი ინფორმაცია დაადასტურა. მან განმიმარტა, რომ აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, თუმცა დაელოდა რეკომენდაციას შეწყალების კომისიიდან  და რეკომენდაცია არ იყო დადებითი. მოვლენის სირთულიდან და საკითხის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა გაითვალისწინა  კომისიის რეკომენდაცია“, - აღნიშნა მეუფე დანელიამ "ტვ პირველთან“ საუბარში.

2020news.ge

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალიდან იმყოფება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია