შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროკავშირი ბავშვთა დაცვის გასაძლიერებლად საქართველოში 3-წლიან პროექტს იწყებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 თებერვალი 2019

ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 3-წლიანი პროექტი უნდა განხორციელდეს. პროექტის ძირითადი კოორდინატორი, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება.

პროექტი მიზნად ისახავს, არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწას, სოციალურ მუშაკთა სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას, ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებების სახელმწიფო რეგულირების ჩარჩოში მოქცევას და მინდობით აღზრდის პრაქტიკის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში, ჩართულები იქნებიან საპატრიარქო, სახალხო დამცველის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტრო და არასამთავრობო სექტორი.

დღეს პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში, შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვას იწყებს. კოდექსი წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას, კონკრეტული მექანიზმების საფუძველზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია