შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩორჩანას გასაჭირი - ნივა, რომლითაც მშობიარე ქალი მიჰყავდათ, თოვლში ჩაიფლო

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 თებერვალი 2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ. დიდთოვლობის გამო ადგილობრივი მოსახლეობა რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდება. ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტის დროს გზაზე ტრაქტორი მუშაობდა. შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივებს დაპირდა, რომ 2019 წელს ახალი გზა სოფელ წაღვლამდე დაიგება: ,,ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს უგზოობას. დარჩენილ ნაწილს მოვხრეშავთ. სასმელი წყლის სისტემასაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება" - განაცხადა ხოჯევანიშვილმა ჩორჩანაში ვიზიტის დროს.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია