შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების 28 ფაქტი გამოავლინა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ოქტომბერი 2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის განმავლობაში, მეწარმე სუბიექტების მხრიდან საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით ქონების გადამალვის 28 ფაქტი გამოავლინა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდათ დიდი ოდენობით თანხები, საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების გზით, სისტემატურად ახორციელებდნენ მათზე რიცხული ქონების ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახელზე ფიქტიურად რეგისტრირებულ საწარმოებზე გასხვისებას. აღნიშნული ქმედების შედეგად, საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051 მუხლით 28 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია