რამდენიმე წუთის წინ ძარცვა მოხდა ოზურგეთში, "საქართველოს ბანკის" მიმდებარე ტერიტორიაზე.
გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 71 წლის რუსუდან რამიშვილს მოტყუებით ხელიდან ფული გამოსტაცა.
როგორც დაზარალებული "გურიის მოამბესთან" ჰყვება, ახალგაზრდა მას 10 ლარიანის დახურდავება სთხოვა, რა დროსაც ფული ხელიდან გამოსტაცა. თვითმხილველთა თქმით, მათ მძარცველის დაჭერა ვერ მოახერხეს.
"მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, 10 ლარიანი ეჭირა ხელში, დამიხურდავეო-მითხრა. ამოვიღე საფულე ფულის დასახურდავებლად და ხელიდან გამომტაცა ფული და გაიქცა. 40 ლარი მქონდა, სულ წამართვა. მაშინვე მოვიდა ხუთი პოლიციელი და გამომკითხა, აქვეა ორი ვიდეოთვალი და თუ ენდომებათ კი დაიჭერენ ვინცაა " - გვეუბნება დაზარალებული ბებო, რომელიც იქვე ტანსაცმელებზე ვაჭრობს".
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას (სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით) გულისხმობს.