შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 ოქტომბერი 2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახლი წარმოადგენს XIX ს. მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სოფლისთვის დამახასიათებელი სახლის ტიპის ნიმუშს, რომელსაც თითქმის სრულად აქვს შემონახული თავდაპირველი სახე და ეთნოგრაფიული ძეგლის ნიშნის მატარებელია.

სახლი აშენებულია გიორგი ლეონიძის მამის - ნიკოლოზის მიერ, რომელიც პატარძეულში წმ. შიოს ტაძარში საწირველად XIX ს. 60-იან წლებში გადმოიყვანეს. სახლს სრულად აქვს შენარჩუნებული ნიკოლოზისეული სახლის სახე. 1968 წლიდან კი გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმად გამოცხადდა.



დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია