გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხანძრის შედეგად გომში ქათმის ფერმა დაიწვა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 თებერვალი 2019

ხანძრის შედეგად ქათმის ფერმა დაიწვა გასულ კვირას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში.

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, შემთხვევის შედეგად გვარჯალაძეებს ფერმაში მყოფი ასეულობით წიწიწლი ცოცხლად დაეწვათ. 

როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ცეცხლი სავარაუდოდ გაყვანილობიდან გაჩნდა და მთელს ფერმას მალევე მოედო. 

ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო დახმარების ბრიგადა. მეხანძრეებმა ცეცხლმოდებული ფერმიდან ხბოების გამოყვანა და მათი გადარჩენა შეძლეს. 

 

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია