შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ავზი, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, უფუნქციოა“

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2019
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ბუწაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისუქის პირად გვერდზე გაავრცელა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბაღის ტერიტორიაზე გადაღებული წყლის ავზის ფოტოები.


როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, საბავშვო ბაღი ამ ავზში ნადგამი დაბინძურებული წყლით მარაგდება.
„ეს სურათი სოფლის მცხოვრებლებმა მომაწოდეს. ფაქტია, რომ წყლის ავზი, რომლითაც ბაღი სარგებლობს, ხავსით არის დაფარული. როგორც გვითხრეს, ამ წყლით ირეცხება ბავშვებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი. ჩვენთან არაოფიციალურ საუბრაში ზოგიერთი მშობელი იმასაც აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ამ წყალს დასალევადაც იყენებენ. ვფიქრობ, ბაღების გაერთიანება და კერძოდ, ამ ბაღის მენეჯმენტი უნდა ზრუნავდეს ჰიგიენური ნორმების დაცვაზე. გარდა ამისა, იქვე გზაზე განთავსებულია ცხვრის სადგომი, რომელსაც ბაღის ეზოსგან მხოლოდ ერთი ღობე ჰყოფს.“


გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილის განცხადებით, არსებული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.
„ავზი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უფუნქციოა, დაზიანებულია და ჯერ კიდევ წინა მენეჯერის დროს ამოიცვალა. აქვე ჩანს, რომ მასში წყალი არ დგას. უბრალოდ, არ არის ჩამოწერილი და კვლავ ბაღის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება იმ ორ ავზს, რომელიც დღესდღეობით რეზერვუარად გამოიყენება, სუფთაა და მასში ნადგამი წყალი ბავშვების ჯანმრთელობისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. ისინი პერიოდულად იქლორება და სპეციალური ხსნარით მუშავდება. ავზში ნადგამი წყალი სველი წერტილებისთვის გამოიყენება, რაც შეეხება დასალევ წყალს, ის სხვა ჭურჭელში აქვთ. ამის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.“


რაც შეეხება ცხვრის სადგომს, შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, ის გარე ტერიტორიაზეა განთავსებული და ბაღთან საერთო არაფერი აქვს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია