სამცხე-ჯავახეთი
მძღოლები, რომლებსაც ავარია არ დაუფიქსირდებათ, შეღავათებით ისარგებლებენ
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
20 თებერვალი 2019
თუთარაშვილმა ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" განაცხადა. მისი თქმით, იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც წლის განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოიწვევენ, მესამე პირის სავალდებულო სადაზღვევო პაკეტის შეძენა გაცილებით ძვირი იქნება."სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ ე.წ. „ბონუს-მალუს“ სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მძღოლი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევას და არის ე.წ კარგი მძღოლი, მას მოუწევს ბევრად ნაკლები სადაზღვევო პრემიის გადახდა, ვიდრე იმ მძღოლს, რომელიც ხშირად ხვდება ავტოავარიაში", – ამბობს თუთარაშვილი. მისივე თქმით, კანონპროექტით გათვალისწინებული სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ქვედა და ზედა ზღვარი, არ შეიცვლება: „ბონუს-მალუს“ სისტემის მიხედვით კი, თუ მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლისთვის სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულება 100-დან 150-ლარამდეა, კანონმორჩილმა მძღოლმა შესაძლოა, 100 ლარზე ბევრად ნაკლები გადაიხადოს, ე.წ. ცუდი მძღოლების სადაზღვევო პრემია კი 150 ლარზე ძვირი ეღირება". შეგახსენებთ, რომ ავტომობილების მფლობელებისათვის მანქანის დაზღვევა სავალდებულო ხდება. [sknews.ge]