შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ათ ფინალისტს შორისაა

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2019
ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან,  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია. ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, სპეციალური ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც 10 ფინალისტი მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა. ლადო აფხაზავასთან ერთად ფინალისტებს შორისაა მასწავლებლები ინდოეთიდან, არგენტინიდან, კენიიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბრაზილიიდან და იაპონიიდან. მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2015 წლიდან გაიცემა. პირველი ჯილდოს მფლობელი ნენსი ეტველი გახდა აშშ-ის შტატ მენიდან, ინგლისური ენის ნოვატორული სწავლებისათვის; 2016 წელს ჯილდო ჰანან ალ ჰრუბს გადაეცა, მასწავლებელს პალესტინიდან, რომელიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო და ახლა სწავლებისას მისი ლოზუნგია -„არა ძალადობას“; 2017 წელს ჯილდო კანადელ მასწავლებელს, მეგი მაკდონელს გადაეცა, 2018 წელს კი – ანდრია ზაფირაკუსს, მასწავლებელს დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ბრენტის სკოლაში ასწავლის მოსწავლეებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან. მასწავლებლის გლობალური ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია.  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ფონდისგან 1 მლნ დოლარს იღებს პრიზის სახით. ამავე თემაზე გირჩევთ როგორ დახვდნენ ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში [ფოტო]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია