შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როდესაც პრორუსი სულელი გყავს პრეზიდენტად"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 თებერვალი 2019

როდესაც პრორუსი გყავს პრეზიდენტად, გაუნათლებელი და პოლიტიკურად ბეცი, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილებაც არ იცის - ასე აფასებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხში ის ვერ დადგება სასამართლოზე უფრო მაღლა და "ვერ გაასწორებს სასამართლოს გადაწყვეტილებას". 

"სალომე ზურაბიშვილს მე არ ვიხილავ პრეზიდენტად, იგი არის არალეგიტიმურად, გაყალბეგული არჩევნებით არჩეული, თუმცა ფაქტი ჩაიწერა, მე არ განვიხილავ მას პრეზიდენტად, მაგრამ მას აქვს შეწყალების უფლება, როგორც ფორმალურ პრეზიდენტს. ამ ქალს არ ესმის და სხვა დანარჩენთან ერთად ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვს საკუთარი უფლებამოსილების. მიმაჩნია, რომ ეს არის პრორუსული პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად გვყავს, და მას არ გააჩნია ელემენტარული ცოდნა კონსტიტუციის იმ მუხლების, რომელიც შეწყალებას ეხება. დიახ, შეყალება ეს არის უფლება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა დგას, არამისჯილ ადამიმანს ვერ შეიწყალებ - რას ნიშნავს, რა თქვა ქალბატონმა ზურაბიშვილმა? სანამ არსებობს შეწყალების უფლება, ეს ნიშნავს, კვაზისასამართლო უფლებამოსიელბის განხირციელებას და სასაამრთლოზე ამღლა დადგომას. რაც არ უნდა მიუსაჯოს სასამრთლომ, პრეზიდენტს შეუძლია ეს გაანულოს. ეს უფლება უმთავითვე აქვს მინიჭებული პრეზიდენტს. სულ რამდენიმე უფლება დაუტოვეს და მათ შორის ეს უფლება და ქალი ამბობს, რომ სასამართლოზე მაღლა ვერ დავდგებიო... გასაგებიბიცაა, სადაც ლაშა ჟვანიაა ადმინისტრაციის უფროსი, იქ დეკანოზს არ შეუწყალებენ.

 

არაფერია გამაოგნებელი, როდესაც პრორუსი სულელი გყავს პრეზიდენტად, ჩემი შეფასებით ზურაბიშვილი არის ბეცი, არაფერი გაეგება და განათლების დეფიციტი აქვს მათ შორის საკუთარი უფლებამოსიელბის ფარგლებში. ის არის გაუნათლებელი და პოლიტიკურად ბეცი. ამიტომ სერიოზულად ამ პერსონის განხილვას აზრი არ აქვს, ის არის გაუგებრობა საქართველოს ისტორიაში და ასეთად დარჩება" - განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცაემა "რეაქციაში".

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია