შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანტალიაში ქურდობის ბრალდებით ,,ცხინვალის" ხუთი ფეხბურთელი დააკავეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2019
ანტალიაში საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის სპარტაკის" ხუთი ფეხბურთელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, პოლიციამ ფეხბურთელები სასტუმროდან წაიყვანეს. ბრალდების მიხედვით, ხუთ ახალგაზრდას მაღაზიიდან ნივთების ქურდობაში ედებათ ბრალი. ჟურნალისტი წერს, რომ სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაშიფრეს. ,,სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის და­ხურ­ვის შემ­დეგ, შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბი მო­პა­რუ­ლი იყო. ად­გილ­ზე პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი და­ად­გი­ნა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია