შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იმერეთის პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1972 წელს დაბადებული კ. ხ. და 1955 წელს დაბადებული ფ. ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული იარაღი - კარაბინი, პისტოლეტი, ორლულიანი სანადირო თოფი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ფ.. ხ.-ს საცხოვრებელი სახლის და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა კალიბრის 1601 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია