კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანელი სარა სალთხუციშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მაისი 2023

გურჯაანში მცხოვრები სარა სალთხუციშვილი 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

სარა ამ დროისთვის თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, თუმცა წარმოშობით გურჯაანიდან არის. მან პირველად გასულ წელს მოიპოვა თბილისის ჩემპიონის სტატუსი 7 წლის ასაკის გოგონათა შორის, წელს კი 8 წლიანებს შორისაც დაეუფლა თბილისის ჩემპიონის ტიტულს.

2022 წელს, 7 წლის სარამ ასევე მიიღო თელავის თასი 9 წლიანებს შორის, ტყიბულისა და ახალციხის თასი 8 წლიანებს შორის. ამასთან ერთად სარა სალთხუციშვილი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია რაპიდისა და ბლიცის 8 წლიანებს შორის, ხოლო 10 წლიანებში – საქართველოს ჩემპიონი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია