იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იმერეთის რეგიონში თვითმმართველობის ინდექსი გაუმჯობესდა - პაატა კლდიაშვილი

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 მარტი 2023

დღეს, 30 მარტს, ქუთაისში  „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“ მიერ განხორციელებული პროექტის „თვითმმართველობის ინდექსის გაუმჯობესება იმერეთის რეგიონში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. 

პროექტის მიზანი იყო იმერეთის მუნიციპალიტეტებში გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შეფასებები, კერძოდ, იმერეთის არანაკლებ 10 მუნიციპალიტეტში მიღწეული იქნეს იგივე ან არანაკლებ 20%-ით ნაკლები შეფასება, ვიდრე აქვს იმავე კრიტერიუმში მაქსიმალური შეფასების მქონე მუნიციპალიტეტს იმერეთის რეგიონიდან.

ამისთვის იმ კრიტერიუმებში, სადაც იმერეთის რეგიონის თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მაინც აქვს მაღალი შეფასება (80% და მეტი), მოხდა არსებული წარმატებული გამოცდილების გაზიარება სხვა მუნიციპალიტეტებისათვის. ხოლო, იქ სადაც  არცერთ მუნიციპალიტეტს რეგიონში არ აქვს მაღალი შეფასება, საეა-ს ექსპერტების მიერ შეთავაზებული იქნა საუკეთესო პრაქტიკა ადაპტირებული სახით და გაეწიათ ექსპერტული კონსულტაციები მათი დანერგვისათვის. 

"დღეს შემაჯამებელ შეხვედრაზე  წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები, რომელიც განვახორციელეთ იმერეთის 10 მუნიციპალიტეტში. შედეგით ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმმართველობის ინდექსის შეფასებები, რომლებიც მომავალში გაიმართება, იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე წინა შეფასება იყო. შედეგები ძირითადი, რაც მიღწეული იქნა ამ ეტაპზე, არის მუნიციპალიტეტებში ვებგვერდების ინფორმაციულობის ხარისხის ზრდა, საჯარო ინფორმაციის გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესება, ასევე მთელი რიგი ახალი მიდგომების დანერგვა საჯარო ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით", - აცხადებს  საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია იმერეთის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი, პაატა კლდიაშვილი.

შეხვედრას იმერეთის მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია