შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სახელმწიფო კი არა, ჩვენ ვართ ახირებული ივანიშვილის დუქანი" - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 თებერვალი 2019

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძის დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანას ანგრევს.

"ტვ პირველთან“ საუბარში ელისაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ყველაფერი ისე ხდება, როგორც ერთ კაცს, მედუქნეს მოეპრიანება.

„ყველაფერი რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ერთი მთავარი თემის ნაწილია, რომ  ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო.  ჩვენ ვართ ერთი კაცის დუქანი და ამ კაცს, ამ მედუქნეს,  როგორც მოეხასიათება, ყველაფერი ისე ხდება. ვიღაცებს უხარიათ, რა კარგია, მევახშე ხაზარაძეს თავისი ადგილი მიუჩინესო. თუ ჰგონიათ, რომ რა კრედიტებიც ახლა „თიბისიში“ აქვთ, ხაზარაძის წასვლის შემდეგ გაუნულდებათ, ძალიან ცდებიან. ჯობია, ამ ადამიანებმა გაიხსენონ, რომ  ხაზარაძის წასვლის პარალელურად, ხითხითებს და ხელებს იფშვნეტს ვანო ჩხარტიშვილი. ჩვენი ბებიებისა დსა ბაბუების გამანადგურებელი, ანაბრების ქურდი, რომელმაც წაართვა სიბერე და პერსპექტივები ჩვენს ბებია -  ბაბუებს  და ახლა არის მარჯვენა ხელი ბიძინა ივანიშვილის. სწორედ ხაზარაძე- ჩხარტიშვილის კონფლიქტი იყო ერთ-ერთი მაპროვიცირებელი ამ ამბების", -  განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ანაკლიის პორტს ურტამ, ურტყამ ქვეყნის პერსპექტივას.

"ჩვენ უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. "თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი იმ ადგილობრივ ბიზნესთაგანი, რომელსაც ენდობიან უცხოელი ბანკები. მე პირადად ბანკებისგან გატანჯული კაცი ვარ. კრედიტი, რომელიც აღებული მაქვს, მისი გადახდა 51 წლის ასაკში უნდა დავამთავრო და შეუძლებელია, ბანკი მიყვარდეს. მაგრამ ინგრევა და დარტყმის ქვეშ არის  ფინანსური ინსტიტუტი. იმის გამო, რომ რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ქვეყანაში და იმის გამო რომ მილიონი რისკია, სერიოზული ინვესტიცია არ შემოდის. ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს. სერიოზული კომპანია არ გვეკარება, იმიტომ რომ  ვართ სარისკო ქვეყანა. ამ ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე სტაბილური ინსტიტუტია, რომლებსაც უცხოელები ენდობიან, ფულს აძლევენ და დიდ პროექტებს მათთან ერთად იწყებენ. მაგალითად, ანაკლიის პორტს. როდესაც ამას ურტყამ, ურტყამ ქვეყნის პერსპექტივას. ამ გაღატაკებული და გასაცოდავებული ქვეყნის პერსპექტივას. ამიტომ ვიღაცებს კი არ უნდა უხაროდეთ, რომ ხაზარაძე ლუკმა პურის გარეშე რჩებამ, ჯერ ერთი, ასე არ მოხდება ალბათ, მაგრამ დიდი სურათი უნდა დავინახოთ, რომ ივანიშვილი თავისი ანტისახელმწიფოებრივი და მავნებლური პოლიტიკით და პოზიციით ანგრევს ამ ქვეყანას. როგორც ჩანს, მისი მიზანია, რომ ამ ქვეყნიდან გავიქცეთ. სხვა დასკვნას მე ვერ ვაკეთებ“, - აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "თიბისი ბანკიდან“, რომელსაც ის 27 წლის განმავლობაში აშენებდა, მიდის.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია