შიდა ქართლი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს ჩუტყვავილის ვაქცინის შემოტანის შესახებ კითხეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მაისი 2023
დღეს, 18 მაისს, პარლამენტის სხდომაზე პარტია ,,მოქალაქეების წევრმა ქეთევან თურაზაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, თუ რა პრობლემაა, რომ ქვეყანაში ჩუტყვავილის ვაქცინა შემოიტანონ. ,,ნეტგაზეთი მინისტრის პასუხს ციტირებს. მინისტრის განმარტებით, იმისათვის, რომ ჩუტყვავილის ვაქცინის შემოტანას აზრი ჰქონდეს და ეფექტური იყოს, რისკჯგუფების 80% მაინც უნდა აიცრას. როგორც მინისტრი ამბობს, სხვა შემთხვევაში ვაქცინის შეძენას აზრი არ აქვს. "ჩუტყვავილის ვაქცინა ჩვენი აცრების კალენდარში ოფიციალურად არცერთ წელს არ ყოფილა, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, არც ექსპერტთა ჯგუფის და საბჭოს რეკომენდაცია არ ყოფილა, რომ ეს შეგვეტანა კალენდარში. თუ რისკჯგუფების მინიმუმ 80% არ აიცრა, აზრი არ აქვს. ამიტომ იმდენად რთულია, რომ 80%-იანი მოცვა გქონდეს ქვეყნის მასშტაბით, არაეფექტურობამდე მივდივართ და აზრი ეკარგება ამ ვაქცინის შემოტანას. თუმცა ვაქცინის შემოტანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ვიცით, რომ არაეფექტური იქნება და ის შედეგი არ ექნება, რაც გვინდა, აზრი არ აქვს", — განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეგახსენებთ, 17 მაისს, გორში, ჩუტყვავილის გართულებით 4 წლის ბავშვი დაიღუპა.  
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია