გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში მომხდარ დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლ ახალსოფელში მომხდარ დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში გვითხრეს, მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო სამუშაოები, საქმე სსკ 117-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ლანჩხუთში მეზობლებმა ერთმანეთი დაჭრეს. ორ მამაკაცს შორის კამათი ჯერ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შემდეგ კი დაჭრით დასრულდა. 

ერთ-ერთი დაჭრილი ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. მეორე კი ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია