შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ სადმე სამართალია, ლადომ უნდა მოიგოს ის მილიონი... ყველაზე კეთილი მილიონერი იქნება"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 თებერვალი 2019

"ვუსმენ, ვუყურებ ლადო აფხაზავას და უძალიანესად მიხარია და კიდე განსაკუთრებით იცით რატომ? ჩემი მეგობარი ის ლადო იყო, როცა ერთად ვაქსეროქსებდით იმ გაკვეთილებს, რომლებსაც მართლა თავად იგონებდა და წერდა, ხანდახან ვეჩხუბებოდი რა ამბავია ამდენი დაქსეროქსება კატრიჯის ტენას ვერ ავუდივარ-თქო))) თურმე სად ხარ, მიეცი ნიჭსა გზა ფართო...ეს კაცი მსოფლიოს აალაპარაკებს.
თუ სადმე სამართალია ლადომ უნდა მოიგოს ის მილიონი, რადგან იმ მილონერებმა დაინახოს კაპიკს რომ ვერ გააგდებინებ ხელიდან, თუ როგორი უნდა იყოს სინამდვილეში მილიონერი.ლადო ამის ყველაზე ჭეშმარიტი მაგალითი იქნება და ყველაზე კეთილი მილიონერის სტატუსიც შეიძლება შემოაღებინოს ამ უსამართლო მსოფლიოს"!- წერს საკრებულოს დეპუტატი, ყოფილი ხელისუფლების დროს ლანჩხუთის გამგებელი, კახა ასკურავა ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელისა და მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის დასახელებულ, ლადო აფხაზავაზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია