შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო პატიმრობით დაისჯება

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 თებერვალი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა თავისუფლების უვადო შეზღუდვითაც დაისჯება. მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კანონპროექტი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას და ე.წ. პედოფილიას ეხება. მისი განმარტებით, შეიქმნება ბაზები, რომლითაც გაკონტროლდება ამ დანაშაულისთვის სასჯელმოხდილი ადამიანების ქცევა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კანონპროექტი მალე განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება, რომლის მიზანიც მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების პრევენციაა. მისივე ცნობით, სტატისტიკური მაჩვენებლები გაზრდილია, რაც ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის მატებით.

„სულ უფრო მეტი მოზარდი, მათი ოჯახის წევრი, პედაგოგი, მასწავლებელი, მანდატურის სამსახური, ფსიქოლოგი მოგვმართავს, რაც დადებითი ტენდენციაა. საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა. ეს ბაზა შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სექსუალური მოძალადეების ქცევა, მას შემდეგ რაც ეს ადამიანები სასჯელს მოიხდიან, უფრო აქტიურად გაკონტროლდეს. კონტროლის ფუნქცია ექნება არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ შესაბამის უწყებებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.

მაგალითად, კანონი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლების შეზღუდვას. თუ სასამართლო ასეთ შეზღუდვას გამოიყენებს, ბუნებრივია ეს იქნება განათლების სამინისტროს მონიტორინგის სფერო“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია