გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქართული ოცნება“ ჩამოიშალა და ვიღაცა უნდა მოვიდეს, რომ ეს ნაგავი გაიტანოს" - ზაქარეიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 თებერვალი 2019

„ეკა ბესელიას მართლაც სჭირდება სერიოზული მხარდჭერა და ეს შეიძლება მოიპოვოს როგორც „ოცნებაში“, ასევე „ოცნებიდან“ წასული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც მეორე ნაპირზე გადავიდნენ“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ეკა ბესლიას განცხადებას ახალი პოლიტიკური პლათფორმის შექმნასთან დაკავშირებით.

„ეკა ბესლიას წასვლით შეიძლება სერიოზული იმედები შეექმნათ „ოცნებაში“ დარჩენილებს, ხოლო თუ ბესელია მართლაც შექმნის  პლაცდარმს ახალი პოლიტიკური პლათფომისთვის, გამოიცხული არ არის, რომ მის გვერდით გაერთიანდნენ „ოცნებიდან“ წასული ის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე ნაპირზე გადავიდნენ - „რესპუბლიკური პარტია“, „ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“...

„ეკა ბესლიას მართლაც სჭირდება სერიზული მხარდაჭერა და ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას სერიოზული ცენტრისტული ძალა.  ოპოზიციური ფრონტი არ უნდა დიშალოს და ერთ პლათფორმაზე უნდა იყვნენ. კინკლაობის და ერთმანეთისთვის წარსულის გახსენების დრო არ არის, რადგან ეს აწყობს მხოლოდ მმართველ ძალას. ყველამ თავისი კერძო ინტერსები გვერდზე უნდა გადადოს და წინ სახელმწიფო ინტერესები დააყენოს. 

„დავთი უსუფაშვილი მხოლოდ ამ პრინციპით მოქმედებს და ამიტომაც ვიყავი მის გვერდით. ეკა ბესლიას ბოლო ნაბიჯებითაც გამოჩნდა, რომ მან პირად ინტერესზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დააყენა. ამიტომაც, თუ მართლაც მოხდა მათი გაერთიანება, მე მართალია ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ვერც უსუფაშვილის პოზიციას შევაფასებ, მხოლოდ მივესლამები. ორივე პრაგმატული პოლიტიკოსია, აქვთ გამოცდილება და სამომავალოდ კარგი ნაბიჯი იქნებოდა. 

„დღეს ყველამ ემოციები გვერდზე უნდა გადადოს და როგორმე შეძლონ მიაღწიონ კომპორმისს და კონსენსუსს, რომელიც პოლიტიკის ნაწილია. „ქართული ოცნება“ თვითონ ჩამოიშალა და ვიღაცა უნდა მოვიდეს, რომ ეს ნაგავი გაიტანოს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია