გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
აღევლინა გარდაცვლილი გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, მათი თავდადება არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო.
1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის დაწყებული ბრძოლა, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებით დასრულდა." დავით კარგარეთელი.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც
ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.