გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არც საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს და არც უბრალო უმრავლესობა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 თებერვალი 2019

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა “იმედის კვირასთან” განაცხადა.

“მე არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ მჟავე იყო მაინც და კბილს მოგვჭრიდაო… რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და გულდასაწყვეტია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს ჩვენ პარლამენტში, მაგრამ ჩვენ უბრალო უმრავლესობაც არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი უმრავლესობა. ასე რომ მომავალშიც ჩვენი გადაწყვეტილებები თავდაჯერებით იქნება მიღებული.

საპარლამენტო უმრავლესობა არა თუ არ იშლება, არამედ “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებამდე შეინარჩუნებს პარლამენტში მყარ უმრავლესობას“ – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია