კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში „მიდეას“ მაღაზია გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2019
გურჯაანში რუსთაველის ქუჩაზე „მიდეას“ ტექნიკის მაღაზია გაიხსნა. შპს „ემ ტექნიკის“ გენერალური მენეჯერის ირინა გრძელიძის თქმით, ქალაქში ეს ბრენდის პირველი მაღაზიაა.

„მიდეა“ არის ნომერ პირველი ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით გაგრილების სისტემებში და ასევე, საოჯახო ტექნიკის წარმოებაში. ჩვენ უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე ვართ. აქამდე საბითუმო ვაჭრობა გვქონდა. 2018 წლიდან გაგვიჩნდა სურვილი, საცალო მომხმარებელიც გვყოლოდა. უკვე ორი წელია აქტიურად დავიწყეთ სარეცხი მანქანების იმპორტი. დიდი მოთხოვნა გაჩნდა რეგიონებიდან და დღეს ჩვენი პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს.“

მისივე თქმით, მომავალში „მიდეას“ მაღაზიების გახსნა ქუთაისსა და ბათუმში იგეგმება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია