კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

24 ივნისიდან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის კახეთშიც გამოიდარებს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ივნისი 2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი განყოფილების უფროსი სპეციალისტის თამარ პაპაშვილის თქმით, 24 ივნისიდან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის კახეთშიც გამოიდარებს.

თამარ პაპაშვილის თქმით, კახეთის რეგიონში განსაკუთრებით ნალექიანი მაისის და ივნისის თვეა.

,,23 ივნისამდე როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე კახეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, თუმცა წვიმის ინტენსივობა შემცირდება. ძლიერ ნალექს აღარ ველოდებით 23 ივნისამდე. 22 ივნისს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია წვიმა. 24 ივნისიდან კი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის კახეთშიც გამოიდარებს. მცირე ნალექი შესაძლებელია შენარჩუნდეს მთიან რეგიონებში, ვთქვათ გომბორის ქედზეც. 25 და 26 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით. 27 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაფუჭდება ჯერ დასავლეთ საქართველოში, 28 და 29 -ში კი აღმოსავლეთ საქართველოში და კვლავ უნდა ველოდოთ ნალექს”,- განუცხადა knews.ge-ს თამარ პაპაშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია