იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს - ჭიათურაში სახალხო დამცველი ჩავიდა

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ივნისი 2023

პროტესტის მეათე დღეს გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა. ლევან იოსელიანი გაფიცულებს და მოშიმშილეებს ჭიათურაში შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატის ფლობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

"შევხვდი გაფიცულებს, სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი რაც ჭიათურაში მიმდინარეობს, ვინაიდან დაკავშირებულია ძირითად უფლებასთან, ეს არის შრომის უფლება და მათი მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია, ორი დღეა ჩართული ვართ პროცესებში. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს და გავაგრძელებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს, ამის მოლოდინი აქვთ. რაც დავინახე, ყველაზე მთავარი, ეს ხალხი არ არის განწყობილი რადიკალურად, მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, მაგრამ ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ, რომ დათმონ და მათი მოთხოვნებიც იყოს გაზიარებული. ვიცი, რომ დანიშნული არის სახელმწიფოს მიერ მედიატორი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ჩვენ ჩართული ვართ შრომის ინსპექციის მონიტორინგის მიმართულებით და მათგან ვიღებთ ინფორმაციას მათი შორმითი უფლებების და მდგომარეობის შესახებ. ასე რომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, პოზიციები იყოს დაახლოებული და შრომითი პირობები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს"-აცხადებს ლევან იოსელიანი.

იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია მიმდინარე პროცესში. მედიატორის ჩართულობით გამართული შეხვედრა გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა.

აქციის 10 მონაწილე უკვე მე 4 დღეა შიმშილობს. დღეს აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია