"მე დავბრუნდი" - საპატიმროს დატოვების შემდეგ ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ცნობილმა სპორტსმენმა პოსტი პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც სპორტსმენის ოჯახში აცხადებენ, საპატიმროს დატოვების შემდეგ კი ამერიკაში რჩებოდა და აქტიურ სპორტში დაბრუნებას გეგმავს.
ავთანდილ ხურციძე 2017 წელს ამერიკაში დააკავეს, მას ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი ედებოდა.
სპორტსმენს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა 4 წლიანი პატიმრობის შემდეგ საპყრობილე დატოვა.