შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მმართველი გუნდი ნიჩაბ-ნიჩაბ ითხრის სამარეს" - რამაზ საყვარელიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2019

 სახლის შენებისას ვამბობთ, რომ სახლი აგურ-აგურ შენდება, მმართველი გუნდი კი ნიჩაბ-ნიჩაბ ითხრის სამარეს - ამის შესახებ განცხადება პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გააკეთა, რითაც „თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ერთ-ერთი „ასეთი ნიჩაბი" იყო სწორედ დღეს „თიბისის" თემაზე პარლამენტში სხდომის დახურვა.

"კომიტეტის არშემდგარმა სხდომამ დაგვანახა, რომ „თიბისის" თემაზე ინფორმაციის გახსნა პარლამენტის უმრავლესობის უმრავლესობას არ უნდოდა, ეს კი მათთვის უკვე წამგებიანია. სახლის შენებისას ვამბობთ, რომ სახლი აგურ-აგურ შენდება, მმართველი გუნდი კი ნიჩაბ-ნიჩაბ ითხრის სამარეს. ერთ-ერთი ასეთი ნიჩაბი იყო „თიბისის" თემაზე სხდომის დახურვა", -განაცხადა რამაზ საყვარელძემ "ინტერპრესნიუსთან".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია