კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა-გაყიდვის პოლიტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 თებერვალი 2019

ქართულ საზოგადოებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნასყიდობასთან დაკავშირებით ბოლო დროს აზრთა სხვადასხვაობა წარმოიქმნა.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი- უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხოქვეყნის მოქალაქეებსსაქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მიწის ყიდვის უფლება.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვის და შესაბამისად, საკუთრების უფლებას აძლევს: თავად სახელმწიფოს, თვითმმართველ ერთეულს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას და საქართველოს მოქალაქეს. კანონი დუმს უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ გამონაკლისები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, თუმცა ეს უკანასკნელი პარლამენტის მიერ ჯერ არაა მიღებული.

საინტერესოა, რაარგუმენტების საფუძველზე იცავს პიზიციას ქართულ საზოგადოებაშიიდეოლოგიურად ორი დაპირისპირებული მხარე. მემარცხენე ძალა სასოფლო მიწების მისყიდვას აკრძალვას უცხოელებზე უკავშირებს უაზრო დისკრიმინაციასა და ფობიას მათ მიმართ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო დანიშნულების მიწის ფლობის უფლებას კი უკავშირებენ უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში, თანამედროვე, უცხოური და გაუმჯობესებული ტექნოლოგიის დანერგვას, რითაც უფრო მეტად განვითარდება ქართული სოფლის მეურნეობა.

რაც შეეხება მემარჯვენე ძალას, იგი სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვას ეწინააღმდეგება იმ მიზეზით, რომ ისედაც მცირემიწიანი ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო მიწებს არ უნდა ყიდდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა საქართველოში არაა შემუშავებული ეფექტური სპეციალიზებული აპარატი, რომელიც მოაწესრიგებს კონკრეტულად მიწის საკითხებს. ასევე არის ალბათობა იმისა, რომ უცხოელი მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო მიწას დანიშნულებას შეუცვლის და სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს მას.ხოლო რაც შეეხება ინვესტიციებს, ისინი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე მაინც და მაინც დადებით გავლენას ვერ იქონიებს, ვინაიდან საქართველოში სასოფლო მიწის მყიდველთაგან უმეტესობა განვითარებადი (და არა განვითარებული) ქვეყნის მოქალაქეა.

ზემოთხსენებული არგუმენტები მოკლედ, მაგრამ ნათლად გამოხატავს ქართულ საზოგადოებაში არსებულ ორ რადიკალურ შეხედულებას.

უცხო ქვეყანათა პრაქტიკა

საინტერესოა, რა სახის სასოფლო-სამეურნეო რეგულაციები გააჩნიათ სხვა სახელმწიფოებს:

დიდ ბრიტანეთში სამეფოს მიწები ფორმალურად შედის სამეფო ოჯახის საკუთრებაში. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ბრიტანეთის სამეფოს მოქალაქეებს “გადასცემს” მიწებს. შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების ფლობა.

ამდაგვარ პოლიტიკას ატარებს ჩინეთი და ისრაელი. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუძლიათ სასოფლო მიწების ყიდვა.

ძალიან მარტივია მიწის ყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა ქვეყანაში არ არსებობს ერთგვაროვანი პოლიტიკა- არამედ თოთოეულ შტატს აქვს საკუთარი, ინდივიდუალური კანონმდებლობა, რომელიც აყენებს საკუთარ მოთხოვნებს და წესებს უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის, რომელთაც სურთ სასოფლო დანიშნულების მიწის ყიდვა. თუმცა, მიუხედავად ცალკეული შტატების კანონმდებლობას შორის არსებული განსხვავებისა, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიყიდვასთან მიმართებით ძალზედ ლიბერალურია.

განსხვავებულია მეზობელი ქვეყნის, თურქეთის კანონმდებლობა. უცხო ქვეყნის მოქალქეებს შეუძლიათ არაუმეტეს 30 ჰექტარი მიწის ყიდვა. აღსანიშნავია, რომ თურქეთი აბსოლიტურ აკრძალვას უწესებს სომხეთის, იემენის, კუბას, ნიგერიის, სირიისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს.

კანადაში უცხო მოქალაქეებს 8 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა არ შეუძლია.

არანაირი შეზღუდვა არ არსებობს გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესტონეთსა და იტალიაში.

არსებობს შემთხვევები, როცა უპირატესობა ენიჭება გარკვეული საერთაშორისო ორგანიზაციების წევრ ქვეყნებს. მაგალითად, შვეიცარიაში, ავსტრიაში, სლოვაკეთში, ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში მიწების ყიდვა შეუძლიათ მხოლოდ ამ ქვეყანათა მოქალაქეებს და ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს.

რუსეთის კანონმდებლობით უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს სასოფლო დანიშნულების მიწის ყიდვის უფლება, გარდა იმ მიწისა, რომელიც მდებარეობს სამხედრო დაწესებულებების, საზღვაო პორტებისა და სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე ადგილების ახლოს.

ავტორი: შალვა ქიტესაშვილი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია