ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.
“თუ გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს რომ იყო გამოთქმა ვამბობთ პარტიას ვგულისხმობთ ლენინს. დაახლოებით იგივე სიტუაციაა. ვამბობთ პროკურატურას…ჩვენ დღეს რა მდგომარეობაში ვართ იცით? ცუდი ვარიანტის საბჭოთა კავშირია, თორემ ის მაინც რომ იყოს უფასო ჯანდაცვა და უფასო განათლება კიდევ აიტანდა ადამიანი. ანუ ჩვენ ვამბობთ პროკურატურას ვგულისხმობთ ივანიშვილს, ვამბობთ სასამართლოს ვგულისხმობთ ივანიშვილს, ვამბობთ ეროვნულ ბანკს ვგულისხმობთ ივანიშვილს, ვამბობთ მთავრობას ვგულისხმობთ ივანიშვილს და ა. შ.
არცერთი თავმოყვარე ბიზნესმენი არ ჩადებს ფულს, სადაც ერთი ადამიანის ნება-სურვილზე, განწყობაზე და დილით გაღვიძებულ ხასიათზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ნომერ პირველი ბანკი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.