იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მადლობის სიგელები საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის ორგანიზატორებს

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ივნისი 2023

დღეს, ქვემო ქართლში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და მოადგილეებმა სამირ ხიალოვმა და ვუგარ მამედოვმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების - ,,მოვიარე საქართველო“, ორგანიზატორებს, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის  პედადაგოგებს ლიანა მუკბანიანს, ნატალია ბექაურსა და ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს ლეილა ბენდელიანს, მადლობის სიგელი გადასცეს. 

„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ განათლების სისტემაში სწორედ ასეთი ღირსეული ადამიანები არიან ჩართულნი, მნიშვნელოვანია დავუფასოთ მათ შრომა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა“ - თქვა დავით კარგარეთელმა.  

პროექტი „მოვიარე საქართველო“ მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურაზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია